მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსში“ კოვიდ განყოფილება დაიხურა
მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში, კორონავირუსიან პაციენტებს აღარ უმკურნალებენ. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი, ტატა შენგელაია ამბობს, საგრძნობლად მოიკლო კორონავირუსის შემთხვევებმა.

,, ბოლო ერთ კვირაში, ერთი შემთხვევა იყო. რადგან ჩვენი კლინიკა, კოვიდ მიმღები, აღარ არის, თბილისში გადავიყვანეთ პაციენტი. დადასტურების შემთხვევაში პაციენტებს რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, ,,ამტელ ჰოსპიტალსში", ან სხვა კოვიდ მიმღებ კლინიკაში გადაგვყავს. ასევე არის მოთხოვნა კოვიდვაქცინაზე. ამ ეტაპზე გვაქვს ვაქცინის 18 დოზა და მოსული მსურველი გაცილებით მეტია, მალე ველოდებით ვაქცინის ახალ პარტიას".- თქვა შენგელაიამ

მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკა", კოვიდ კლინიკად 2020 წელს გადაკეთდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google