მერნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს
მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, სამუშაოები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ეზოს / მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტს 825 900 ლარი უჯდება. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქართლი“ ახორციელებს.

პროექტით ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა ბილიკებით, სკამებით, სანაგვე ურნებითა და გარე განათების დეკორატიული ლამპიონებით. შენოვის მარცენა ნაწილში მოეწყობა პარკინგი მუნიციპალიტეტის ვიზიტორთათვის (ადაპტირებული შშმ პირებისთვის), ხოლო შენობის უკან განთავსდება პარკინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის. ორივე საპარკინგე სივრცე გამოიყოფა შლაგბაუმებით.

ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი მოიცავს არსებული ბორდიურების, ქვაფენილის, ასფალტის საფარის, ახალი ბილიკების მოწყობას ბაზალტისა და გრანიტის ბილიკებითა და ბორდიურებით. ტერიტორიაზე მოხდება გამწვანებული ადგილების განახლება. მრავალწლიანი ხე-ნერგავების დარგვით. მცენარეებზე გათვალისწინებულია დეკორატიული მინატების მოწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაციას, დაზიანებული ლესვის ჩამოყრას და ხელახალ ლესვას ცემენტის ხსნარით. ასევე გათვალისწინებულია წყალსაწრეტი მილების და წყალშემკრები ძაბრების რეაბილიტაცია.

მერიის კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების შესარულებლად 210 კლაენდარული დღე აქვს.

აღსანიშნავია, რომ გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მერიას ცალკე აქვს თანხა გათვალისწინებული მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის, თუმცა თვეებია გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არავინ იღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები