სადახლოსა და ხოჯორნში შიდა გზების დაგება 837 872 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ სადახლოში შიდა გზების და სოფელ ხოჯორნის ქუჩების რეაბილიტაციას გეგმავს. მერიამ სოფლებში გზების დაგების სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 11 იანვარს გამოაცხადა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სოფელ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაცია 6 მონაკვეთზე იგეგმება, ხოლო სოფელ ხოჯორნში 2 მონაკვეთზე.

„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ სადახლოსა და ხოჯორნში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას 837 872 ლარად გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფელ სადახლოს შიდა გზების რეაბილიტაციის და სოფელ ხოჯორნის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა პირველიდან ექვს თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მასზე დაკისრებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები