შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის,
იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან, 15 წლის
დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან
საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ოჯახის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის
გოგო თანასოფლელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა.
შემთხვევა მოხდა 27 თებერვალს, თუმცა ამის შესახებ მედიას ინფორმაცია
1-ელ მარტს გოგოს ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც პოლიციამ 13
წლის გოგოს ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია.