აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი
დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები.

„გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი.

ქაცარავას დაკავება პირდაპირ
ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა.

მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა.

ნეტგაზეთი შსს-სთან ცდილობს დეტალების გარკვევას.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər