ლიეტვუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს რუსული კანონი და დაშინებების სერია. ამასთან, ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„შევხვდი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს, განვიხილეთ „უცხოეთის აგენტების“ კანონი და განგრძობითი დაშინებები, თუმცა, ამასთან, შევთანხმდით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც არ უნდა დავივიწყოთ და არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“, – წერს გაბრიელიუს
ლანდსბერგისი თავის X-ზე.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər