„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში კვლავ დაუპისპირდნენ ოპოზიციას
„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა.

„თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს“, — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა.

ამის შემდეგ პარლამენტის
სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა დარბაზიდან პირდაპირი ეთერი ტელეფონით ჩართო დეპუტატმა თამარ კორძაია. ამ ვიდეოში ისმის არაერთი გინება „ოცნების“ დეპუტატთა მხრიდან. ტარიელ ნაკაიძეს ფიზიკური შეხებისგან მანდატურის სამსახური იცავდა.

კორძაიას გადაღებულ ვიდეოში ისმის უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის გინება:

„ამათ ასე პირში უნდა *** ყოველთვის“



ნაკაიძესთან დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ადგილზე მივარდნით სიტყვა შეაწყვეტინეს ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილთან. ის რუსული კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით.

14 მაისის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტი დღეს კვლავ სპეცრაზმის დახმარებით შეიკრიბა და „ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ასე შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ტრადიციულად, გარეთ კვლავ იმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

ნაკაიძესა და ლილუაშვილთან დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər