ევროკავშირი გეგმავს სანქციებს კრემლთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ქსელების წინააღმდეგ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რუსეთის ოთხი მედიასაშუალება შეიტანონ იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდება. ისინი პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

ამის შესახებ X-ის საშუალებით ცნობა გაავრცელა ევროკავშირის კომისარმა ფასეულობების და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ. მისი თქმით, სანქციები შეეხება “ევროპის ხმას”, “რია ნოვოსტის”, “იზვესტიასა” და “როსიისკაია გაზეტას”, ასევე აიკრძალება რუსეთიდან ევროკავშირში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ორივე ეს ზომა
არის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტში, რომელსაც Reuters-ი გაეცნო.

ადრე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო არხებს, “Russia Today-ის” და “სპუტნიკს.”

ევროკავშირს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობს ეს ბოლო სანქციები. ადრე ითქვა, რომ მედიასაშუალებები დაკარგავდნენ მაუწყებლობის უფლებას.

რუსეთმა 15 მაისს გააფრთხილა ევროკავშირი, რომ თუ ბლოკი რუსეთის მედიას სანქციებს დაუწესებდა, რუსეთი სწრაფ, მკაცრ და მტკივნეულ პასუხს გასცემდა რუსეთში მომუშავე დასავლელ რეპორტიორებს.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər