404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
თვითიზოლაციაში მყოფ პედაგოგებს ხელფასი არ ჩამოეჭრება - ქენან ომაროვი
„პედაგოგებს, რომებიც თვითიზოლაციაში არიან, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ჩაერიცხებათ ხელფასი - არანაირი საბუთი არ არის საჭირო“ - ეს განცხადება მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თვითიზოლაციაში მყოფი პედაგოგების გარკვეულ „შიშზე“ ვუამბეთ.

რადიო „მარნეულს“ რამდენიმე პედაგოგმა უთხრა, რომ თვითიზოლაციაში, მათი ხელფასის ჩამოჭრის საფრთხე დგას. ინფორმაცია რესურსცენტრში გადავამოწმეთ. ქენან ომაროვი განმარტავს, რომ ანაზღაურების ჩამოჭრის საფრთხე არ არსებობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ხუთი საგანმანათლებლო დაწესეულება სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. მათ შორის ორი სკოლა სრულად გადავიდა ონლაინსწავლებაზე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია