ბლოკნოტებში ჩანიშნული პრობლემები- ზაურ დარგალის შეხვედრა შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მოსახლეობასთან კიდევ ერთი გასვლითი შეხვედრა გამართა. შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა მიღება 10:00 საათიდან დაიწყო.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დასახლება მარნეულში ერთ-ერთი დიდია ტერიტორიულად, რომელიც ცხრა სოფელს - არაფლოს, ახლომამუდლოს, ენიქენდს, ზემო სარალს, იმირს, იმირჭალას, სეიდხოჯალოს, ქვემო სარალს და შულავერს აერთიანებს.

როგორც ზაურ დარგალი, ჩვენთან საუბარში ამბობს, მოსახლეობა ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებით მიმართავს.

"საკმაოდ დიდი ინტერესით მოდის დილიდან მოსახლეობა. მინდა გითხრათ, რომ პრობლემები, ბევრ შემთხვევაში არის იდენტური. ეს ეხება საბაზისო ინფრასტრუქტურას, მელიორაციის საკითხებს, სარწყავი წყლის პრობლემებს და სოციალურ საკითხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეს პრობლემები მივიდეს ადრესატებამდე და მოქალაქეებთან ერთად ვიქნებით ამ პრობლემის მოგვარების ლობისტები. სარწყავიო წყალი, სამწუხაროდ, პრობლემად რჩება. ეს არის არხების გაწმენდის თემა, წყლის დაბალი დონე. ამ მიმართულებით თვითმმართველობაც ჩაერთვება მელიორაციის სამსახურთან ერთად, რომ ადგილობრივ დონეზე განვახორციელოთ სხვადასხვა სამუშაოები, რომ პრობლემები მოგვარდეს" - ამბობს ზაურ დარგალი



მეჰდი გურბანოვი ერთ-ერთია, ვინც ზაურ დარგალთან შესახვედრად მოვიდა. ამბობს, რომ სოფლის მთავარი პრობლემა სპორტული დარბაზია.


დღეს ძალიან კარგი ინიციატივა განახორციელდა. ბატონი ზაური ჩამოვიდა. მადლობელი ვართ რომ ხალხზე ზრუნავენ და ეხმარებიან. ჩვენს სოფელშიც არის პრობლემები. სპორტული დარბაზი უნდა გაკეთდეს. ჩვენ ადრეც გვქონდა მსგასვი შეხვედრები. დეპუტატობამდეც შევხდით ერთმანეთს. ქვემო სარალი, არაფლო, იენიკენტში ყველა დაპირება შეასრულა რაც დაგვიპრდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დროში ხალხზე ზრუნვა დიდი რამეა" 

"აქ, ყველა ავის პრობლემას აცხადებს, ღია შეხვედრაა. შულავერში რაც არის პრობლემა ყველას იკვლევენ. ახლა საქართველოში საერთო პრობლემებია. რაც გვაქვს პრობლემა ეს ყველას ეხება. ესენი ნელ-ნელა მოგვარდება" -
ამბობს ელმან ჰუსეინოვი 

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გასვილითი შეხვედრების ჩატარება რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, 17 იანვარს განაახლა. პრველი შეხვედრა დამიაგეურარხის დამინისტრაციულ ერთეულში, მეორე კი, შულავერში ჩატარდა. ზაურ დარგალი ფიქრობს, რომ მსგავსი შეხვედრები პრობლემების დაჩქარებულად გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია