მარნეულის ამერიკული კუთხე საგრანტო პროექტში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებს იწვევს
მარნეულის ბიბლიოთეკაში, ამერიკული კუთხე იწვევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საგრანტო პროექტში "Community Ambassadors/თემის ელჩები,, მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაცია, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ფეიქბუქ გვერდზე ვრცელდება.

" პროექტის მიზანია, აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა აქტიური მოქალაქეები, რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს, შეისწავლიან თემის/ქალაქის წინაშე არსებულ საზოგადოებრივ თუ სოციალურ საჭიროებებს და შეიმუშავებენ მცირე პროგრამებს/სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას. დარეგისტრირებული ახალგაზრდები გაივლიან ტრეინინგს პროექტის წერასა და კვლევის მეთოდოლოგიაში, რაც მათ დაეხმარება საჭიროებების/პრობლემების შესწავლასა და გამოვლენაში"

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოაგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 მაისისა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ საელჩო საქართველოში. საუკეთესო პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება ამერიკულ კუთხესთან ერთად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია