ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო
მარნეულის #1 საჯარო სკოლის ინფორმაციით, გუშინ საღამოს საათებში ბოლნისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა. ერთ ერთი, მარნეულის ნომერ 1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნაილ აბდულაევია.
სკოლის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს
და მეგობრებს.


ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 8 იანვარს მოხდა. ბოსტნეულის დახლს შეეჯახა დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა. დაიღუპა ორი მოზარდი, ერთი პირი დაშავდა. ასევე დაშავდნენ ადამიანები რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ. მძღოლი სამართალდამცველების მიერ ადგილზე დააკავეს

Print E-mail
FaceBook Twitter Google