შარლ მიშელი - პრემიერ კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქნას მიღებული.

„ცოცხალი დებატები
ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“, - წერს შარლ მიშელი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google