მარნეულში დასაქმების ფორუმი 2022 გაიმართა
დღეს 16 ივნისს, მარნეულში ,,მარნეულის კოლეჯისა" და ,,მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის" ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი 2022 ჩატარდა. როგორც ,,მარნეულის კოლეჯის" დირექტორის მოადგილემ, სოფიო გომელაურმა რადიო ,,მარნეულთან" თქვა, ღონისძიებაზე მონაწილეობას მარნეულისა და ბოლნისის ბიზნეს კომპანიები იღებდნენ.


,,ჩვენი პარტნიორები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საგენტო. ორგანიზატორებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, წამყვანი ბიზნეს სუბიექტები მოვიწვიეთ. აქ წარმოდგენილნი არიან:  ,,თიბისი" , ,,გორგია", ,,ფარმადეპო", ,,ავერსი", ,,ჯეო ჰოსპიტალსი" და ა.შ. კომპანიებმა გასაუბრება ჩაატარეს, ყველა იმ მსურველთან, რომელიც დაესწრო ადგილზე ფორუმს. შარშანაც ჩატარდა მარნეულის კოლეჯის ორგანიზებით მსგავსი ღონისძიება და ძალიანკარგი შედეგი გამოიღო. ორგანიატორები ვართ ორი კოლეჯი, ,,მარნეულის კოლეჯი", ,,მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი", თუმცა მონაწილეები არიან: სახელმწიფო კოლეჯი ,,მოდუსის" მარნეულის ფილიალი და ,,მარნულის სამედიცინო კოლეჯი". - თაქვა სოფიო გომელაურმა


,, დავპატიჟეთ ორგანიზაციები, ვისთანაც დასაქმების პერპექტივაა შესაძლებელი, ბანკები სამედიცინო დაწესებულებები. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გვინდა დასაქმების შესაძლებლობა დავანახოთ. უმუშევრობა დიდ პეობლემას წარმოადგენს. ხშირად ვაკანსიებია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ რომელ საიტებზე იდება ვაკანსიები, როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რა საბუთების წარდგენა ხდება საჭირო. რა პროცედურების გავლაა საჭირო, შემდგომში გასაუბრებაზე მიწვევა და. ა.შ." - თქვა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მახირ ბაირამოვმა

ღონისძიების მიზანია მარნეულსა და ბოლნისში დასაქმების, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმების მსუველი პირების, კომუნიკაციის ხელშეწყობა.


Print E-mail
FaceBook Twitter Google