ახკერპში შიდა გზების დაგების ტენდერის ღირებულება 312 148 ლარამდე გაიზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ახკერპში გზების ეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის თანხა გაზარდა. მარნეულის მერიას სოფელ ახკერპში გზების რეაბილიტაციისთვის 268 132 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც არ შედგა.

„სატენდერო კომისიაზე აღინიშნა, რომ ერთგზის უკვე არ შედგა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი, რის გამოც სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურულ ობიექტზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვა/გადააზრება/გადაფასება/გადამოწმების პროცესი, რითაც მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნეა გადაფასებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“. - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახკერპში შიდა გზების დაგების სამუშაოების შესყიდვისათვის ახალი ტენდერი 312 148 ლარად გამოაცხადა. აღნიშნული თანხის 81,6% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 18,4% კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 1-ლი მარტიდან 6 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნეაბა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღის ვადაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google