ქალაქ მარნეულში ორ ქუჩაზე გარე განათების მოწყობა 2 034 468 ლარად იგეგმება
ქალაქ მარნეულში, ორ ქუჩაზე, გარე განათების მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისის ქუჩაზე და დ.აღმაშენებელი - იაღლუჯის ქუჩებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე 254 გარე განათების ბოძი, ხოლო იაღლუჯის ქუჩაზე 98 გარე განათების ბოძი მოეწყობა.

მარნეულის მერია ორ ქუჩაზე გარე განათების მოწყობას 2 034 468 ლარად გეგმავს. ტენდერის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, იაღლუჯის ქუჩაზე გარე განათების მოწყობისათვის მაქსიმუმ 388 232 ლარი, 26 მაისის ქუჩაზე კი 1 646 236 ლარი დაიხარჯება.

საერთო ჯამში, პროექტის მიხედვით, 352 გარე განათების ბოძი დამონტაჟდება. პროექტის ღირებულება 2 034 468 ლარია. აქედან გამომდინარე, მარნეულის მერია ერთი გარე განათების ბოძის მონტაჟში 5 779 ლარს გადაიხდის.

მარნეულის მერიამ ორ ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვსი ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარგენა 6-დან 11 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნაბე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში განახორციელოს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google