მეუფე გიორგი ჯამდელიანი დაოჯახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ტელეკომპანია "მთავარი არხი" მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის სავარაუდო დაოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, მათ, წყარომ მესტიიდან მოუყვა, რომ მარეხი ჯაფარიძე რამდენიმე თვეა სინოდის წევრის, ღვმდელმთავარის, გიორგი ჯამდელიანის მეუღლე გახდა. მეუფის დაოჯახებას ადასტურებს მღვდელი ილია ჭიღლაძე.

"მეტსაც გეტყვით, მათ წინა თვეებში ხელი მოაწერეს, ოფიციალურ სამოქალაქო ქორწინებაში შევიდნენ, შემოდგომაზე ჯამდელიანი იყო დაბარებული საპატრიარქოში, გაირჩა საკითხი, მაშინ მოსთხოვეს ხელის გაწერა და როგორც ვიცი, გააწერა ხელი და როგორც ვიცი, ეს ხელის გაწერა ფიქციურია, რეალურად ის აგრძელებს თანაცხოვრებას მეუღლესთან" - თქვა ჭიღლაძემ

ინფორმაციას უარყოფს თავად მეუფე და ამბობს, რომ ამ ყველაფერ ილია ჭიღლაძე პირადი შურისძიების მიზნით ავრცელებს. მისივე თქმით, ჭიღლაძე მასთან მსახურობდა, "თავისი შეუფერებელი საქციელებით, მეამბოხე სულით და უკანონო საქციელების გამო კი დასჯილი იქნა"

"ამ სისულელეზე არ ვაკეთებ კომენტარს, ვერც ვხვდები ვინ მაგდა ჯაფარიძეზე მესაუბრებით. ჭიღლაძის რაღაც ნაბოდვარზე მე უნდა ვაკეთო კომენტარი? რომელსაც პირადი შურისძიების მიზნების მეტი არაფერი ამოძრავებს" - თქვა მეუფემ.

საეკლესიო წესდების მიხედვით, ეპისკოპოსს დაოჯახების უფლება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დღეს არაერთი პოსტი ვრცელდება მისივე მრევლის მხრიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter Google